Saturday, December 8, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება - ,,ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე...’’

პროექტის მთავარი იდეა - ,,ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად არუფხვრი, სადით ძირსა?!
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.“
                                                 რუსთაველი

საზღვარგარეთ მიმობნეული საფლავები, თუკი სალოცავივით გვექნება, იმავე დანიშნულებას შეიძენს, რასაც ეკლესია- მონასტრები...
                                               როსტომ ჩხეიძე

პროექტის აქტუალობა -წარსული გვეუბნება-ქართველისათვის აუტანელი ტკივილი და გამოუთქმელი სევდაა, თუკი სამშობლო მხარემ ვერ ჩაიხუტა ,,საშვილიშვილო სამარე. ჩვენი სამშობლოს შორეული და უახლოესი ისტორიის ფურცლები ტკივილიანი შედეგებით გვახსენებს თავს.
  • პარიზში გამომავალი ემიგრანტული გაზეთის ,,თეთრი გიორგის’’ სარედაგციო წერილი იწყებოდა სიტყვებით: ,,ვინც დაკარგა სამშობლო, მან დაკარგა ყველაფერი.“
  • არ გვინდა დღევანდელმა ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც ასე მრავლად ჰყავს ჩემს პატარა ერს, ეს სიტყვები კვლავ გაიმეორის!


პროექტის მიზნები-დიდ მამულიშვილთა ბიოგრაფიითა და შემოქმედებით, რომლებმაც  საკუთარ მხრებზე ზიდეს უმძიმესი ეპოქის  ყველა განაჩენი,- მოსწავლეთა აღზრდა.
  • მოსწავლეები დარწმუნდებიან, დიდი წინაპრები, ცხოვრებითა და შემოქმედებით, დღესაც იბრძვიან მამულის შესანარჩულებლად, დასაცავად, გასაძლიერებლად.
  • მოსწავლეებს  განუვითარდებათ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავება-დახარისხების, ანალიზის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.


მონაწილეთა ასაკი-15-16 წელი;

ვადები/ხანგრძლივობა-5დღე; 21-25 მაისი.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას-უცხოეთის ცის ქვეშ ჩაფერფლილი თანამემამულეების ცრემლი, დაუძლეველი ნოსტალგია- ჩვენი სიტყვაკაზმული მწერლობის მარადიული თემაა. ძველი ქართული მწერლობა კი ამ თემით ერთობ დატვირთულია: შოთა რუსთაველი, არჩილ მეფე, თეიმურაზ I, სულხან- საბა, ვახტანგVI, დავით გურამიშვილი.
  • მოსწავლეები მოიკვლევენ, შეისწავლიან დიდი წინაპრების  განსასვენებელ ადგილს, მოძიებული მასალებით შექმნიან  ალბომს.
  • ალბომის შევსება-დასრულება გაგრძელდება XI-XII კლასებში, ქართული კლასიკური მწერლობის მონოგრაფიულ შესწავლასთან ერთად.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-1. ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება ისტ-ის  საშუალებით.
2. სასკოლო ბიბლიოთეკა.

პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები

საფეხური 1.

აქტივობა1. საპრეზენტაციო თემის შერჩევა.
,,...ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე’’...

აქტივობა 2. ჯგუფებად დაყოფა. კლასში შეიქმნება 4 ჯგუფი.

აქტივობა 3. ჯგუფებში დავალებების მიცემა:

1-ლი ჯგუფი: რუსთაველი- ,,აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება...“

მე-2 ჯგუფი: მეფე- პოეტები-არჩილი-თეიმურაზ პირველი.

მე-3 ჯგუფი: ვახტანგ მეექვსე-მეფე- მწიგნობარი.

მე-4 ჯგუფი: საბა და გურამიშვილი.

საფეხური 2.

აქტივობა 4. კვლევის გეგმის ჩამოყალიბება: ბიოგრაფიული მასალა.

2.თავად გვიამბობენ...
3.უცხოელთა ჩანაწერები.
4.,,საძვალე’’-,,საშვილიშვილო სამარე’’

საფეხური 3

აქტივობა 5. ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
1.ლიტერატურის  დამუშავება.
2.საჭირო მასალის ამოკრება და გაცნობა ჯგუფში.
3.ჩანაწერების გაკეთება, ტექსტის სტრუქტურირება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- ამ პროექტის განხორციელებით  მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საშუალებების(ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) გამოყენებით.

ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციის  მომზადებით, ვებ-გალერიაში  სურათების ატვირთვით.

ისტორია-გაეცნობიან ეპოქას, დიდ წინაპართა წვლილს კულტურის, ხელოვნების, ისტორიული მოვლენების განვითარებაში.

გეოგრაფია-განსაზღვრავენ ქართველ მამულიშვილთა განსასვენებელ გეოგრაფიულ  ადგილს.

ქართ.3.1.2.4.

ქართ.5.1.

ქართ.16.2.5.

საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი  9-10
კარგი  7-8
საშუალო 4-6
სუსტი


გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და იგშემოქმედებითად ყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს, მეტ-ნაკლებად გამართულპდ საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.










სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად         და თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად.საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოების გამოყენება.
წარმატებით იყენებს არავერბალურ(ხმის აწევ-დაწევა, მიმიკა, ჟესტიკულაცია) საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად; იყენებს თვალსაჩინოებებს.
ადეკვატურად იყენებსარაველბარულ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
ვერ ახერხებს ავდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
პასუხობს კითხვების  ნახევარზე მეტს.
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს.






ჯგუფური მუშაობის შეფასების ცხრილი

რეიტინგი1-ყოველთვის,     3-არასოდეს.


1
2
3
ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ და გაიგეს ჯგუფის კონკრეტული მიზნები.



2.ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ და გაიგეს წესები ჯგუფური საქმიანობის დროს.



3.ჯგუფის წევრებმა ყურადღებით მოუსმინეს და უპასუხეს ერთმანეთის მიერ გამოთქმულ აზრებს, კომენტარებს.



4.ჯგუფის ყველა წევრი ჩართული იყო და მონაწილეობდა მასალის მოძიებაში.



5.ჯგუბში მეგობრული ატმოსფერო იყო, ისინი თავისუფლად გამოთქვამდნენ კრიტიკულ შენიშვნებსა  და სვამდნენ შეკითხვებს.




6.ჯგუფის ლიდერმა მსგავსი მასალები დააჯგუფა და შეაჯამა.


7.ჯგუფმა დასახა კონკრეტული ამოცანები და სამუშაო შეასრულა.





პროექტის ხელმძღვანელი: მანანა სალუქვაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: saluqvadzemanana@gmail.com